weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ტელეჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

13:01 კვირა, 27 დეკემბერი 2020

ტელეჟურნალისტი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. ჯულიეტა ვაშაყმაძე არხის წამყვანის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დედაა.

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1933 წლის 14 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით, ხოლო 1960 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1962 წლებში ჯულიეტა ვაშაყმაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. ის გადაღებულია კინოფილმებში „ყვავილი თოვლზე“, „თოჯინები იცინიან“, „პაპა გიგია“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“.

1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი („რედაქციაში წერილი მოვიდა“, „ცარიელ დარბაზში“, „სპექტაკლის შემდეგ“, „სტუდია-5“, „ჩვენი მისამართია“ და სხვ.). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.

ჯულიეტა ვაშაყმაძეს 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი, 1967 წელს კი საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]