weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საქართველოში COVID 19-ის ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა, რომელიც უფრო გადამდებია

17:57 ორშაბათი, 04 იანვარი 2021

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა, რომელიც COVID-19-ის ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია.

„ის თავს კარგად გრძნობს, არის იზოლაციაში. დადგენილია მისი კონტაქტები. ერთ-ერთი მისი კონტაქტის, რომელიც საზღვარგარეთიდან არის შემოსული საქართველოში, მასალაც მოძიებულია და ახლა მიმდინარეობს იმ მასალის სექვენირებაც. შესაძლოა, ის ყოფილიყო ინფექციის წყარო ამ შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, მერე ისევ წავიდა საქართველოდან და შემოსვლის დროს, საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება, იყო უარყოფითი. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დღეს ჩატარებული ტესტირების დროს დაუდასტურდა დადებითი პასუხი“, – განაცხადა იმნაძემ.

ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც გაავრცელა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ დეკემბრის შუა პერიოდში გახდა ცნობილი და უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ვიდრე COVID 19-ის ყველაზე გავრცელებული ტიპი. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა პირი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

დღეს, 4 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1963 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი სულ 229 763 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 222 405, 1963 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]