weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია

15:21 ხუთშაბათი, 07 იანვარი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ დაადასტურა. უცნობია, დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი შორენა თეთრუაშვილს.

„თვითიზოლაციაშია თვითონ და კარგად არის. არანაირი პრობლემა არ არის. ახლა გადავამოწმებთ კიდევ ანალიზებს“, – ამბობს ცისანა შარტავა.

ექიმის თქმით, შორენა თეთრუაშვილს ილია მეორესთან კონტაქტი არ ჰქონია.

შორენა თეთრუაშვილი 4 იანვარს, პატრიარქის 88 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მიღებაზე იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]