weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

ხანძრის შედეგად თბილისში ბაზრობა „ჩემპიონის“ ნაწილი დაიწვა

10:11 ორშაბათი, 11 იანვარი 2021

თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ, ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა, ბაზრობაზე არსებული საქონლის დაახლოებით 50%-ზე მეტი გადარჩა.

„გვერდზე მდგომ გაზგასამართ სადგურზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე იყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა ხანძრის გავრცელება. გადარჩენილია შენობაში განთავსებული საქონლის დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები. შემთხვევის ადგილზე 21 სახანძრო-სამაშველო 21 ჯგუფი მუშაობდა და „შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი“ გადაარჩინეს.

ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]