weather cur horoscope tv
მაისი 21, 2024

წყნეთში ავტობუსის მოსაცდელი წაიქცა და ბავშვს დაეცა

14:05 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

წყნეთისკენ მიმავალ გზაზე ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქცია წაიქცა და ბავშვს დაეცა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, არასრულწლოვანმა დაზიანება მიიღო, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

უწყების ინფორმაციით, დიდთოვლობამ დედაქალაქსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა, რის გამოც განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობენ.

„ამ დროისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან, სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შემოვიდა. სამაშველო სამსახური ყველა მათგანზე რეაგირებს. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 26 ავტომობილი. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]