weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

24 საათში, 17 188 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13:08 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოსი კორონავირუსზე 17 188 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა დადასტურა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 539 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.12%-ია, ბოლო 14 დღეში – 2.7%, ხოლო ბოლო 7 დღეში – 2.3%.

მთავრობის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, ინფიცირების ახალი შემთხვევების მონაცემები რეგიონების მიხედვით.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელების დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი 267 313 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 260 266 ინფიცირებული. დღემდე ვირუსს ჯამში 3399 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]