weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა 40 და 1000 ლარი იქნება

16:37 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმა 2-ჯერ გაიზრდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანას პარლამენტმა დღეს მესამე და ბოლო მოსმენით დაუჭირა მხარი.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად:

  • პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ასევე ღია საჯარო სივრცეებში;
  • დახურულ ან ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 ლარით;
  • იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე დახურულ ან ღია საჯარო სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის წესის დარღვევისთვის განმეორებით დაჯარიმდება, სანქციის ოდენობა 40 ლარი იქნება;
  • დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება განმეორებით გამოიწვევს საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1000 ლარით.

კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]