weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

15:32 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე კონსტანტინე ანანიაშვილი შეცვალა.

დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ლერი ბარნაბიშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.

„ლერი ბარნაბიშვილს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს იგი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; ხოლო, დღემდე - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. ლერი ბარნაბიშვილი არის ძალიან ენერგიული, წარმატებული, ეფექტური მენეჯერი; მას შეუძლია უწყებებთან ძალიან კარგი კოორდინაცია, რაც ჩვენ გვჭირდება და ვფიქრობ, იგი წარმატებული იქნება ამ პოზიციაზე.

ის იქნება ჩემი წარმომადგენელი და თქვენთან ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ექნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლერი ბარნაბიშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ უფროსად ის 2020 წლის 10 იანვრიდან მუშაობდა, მანამდე 2015 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო უფრო ადრე, 2013–2015 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]