weather cur horoscope tv
მაისი 10, 2024

საქართველოში COVID–19-ის 332 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცავალა 12 პაციენტი

11:14 პარასკევი, 12 მარტი 2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფოგრაფიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფოგრაფიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 26 700 კვლევის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 343 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა.

11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.24%-ია, ბოლო 14 დღეში 1.49%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღეში – 1.72%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 185, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 51

აჭარა – 20

კახეთი – 20

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 18

შიდა ქართლი – 14

გურია – 13

ქვემო ქართლი – 8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

სამცხე-ჯავახეთი – 1

მცხეთა-მთიანეთი – 0

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2953 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 656, აჭარაში – 134, იმერეთში – 258;
  • 1513 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 25 – აჭარაში.

ამ ეტაპზე, 275 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 75 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245 ადამიანი, ხოლო 5480 თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 274 377 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 267 764 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3634 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]