weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

კომუნიკაციების კომისია: ინტერნეტთან წვდომამ 86%-ს მიაღწია

12:45 სამშაბათი, 16 მარტი 2021

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 57 000-ით გაიზარდა და მილიონს მიაღწია – დღეს ფიქსირებულ ინტერნეტს 998 000 აბონენტი იყენებს.

998 ათასი აბონენტიდან ფიქსირებულ ინტერნეტს 950 000 ოჯახი იყენებს.

„გაზრდილია ინტერნეტის პენეტრაცია, რომელმაც 86%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა 45% ჰქონდა, დღეს ეს მონაცემი გაორმაგებულია. ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მონაცემებით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით, ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

უწყების მონაცემების თანახმად, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების 84% ოპტიკურ ტექნოლოგიას მოიხმარს.

„საქართველო ოპტიკური ინტერნეტის მოხმარებით ევროპის წამყვან 28 ქვეყანას უსწრებს - ანალიზი საერთაშორისო ორგანიზაცია FTTH council-მა გააკეთა, რომელიც ევროპაში ოპტიკური ქსელის განვითარებას სწავლობს.

ორგანიზაციის ბოლო, 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპის 28 ქვეყანას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის (FTTH/B) საშუალო პენეტრაცია 43.3% ჰქონდა, მაშინ როცა 2019-ის ბოლოს საქართველოში ოპტიკის პენეტრაცია 67% იყო.

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში ოპტიკური ტექნოლოგიის წლიური ზრდის ტემპი 2016 წლიდან 2019-ის ჩათვლით 12,2%, საქართველოში კი ორჯერ მეტი, 24% იყო. რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, საქართველოში 2016-2020 პერიოდზე იგივე მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]