weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე გამოიყო

15:43 სამშაბათი, 16 მარტი 2021

პარლამენტის 79-მა დეპუტატმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას ეხება.

კანონის მიღების შედეგად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რეორგანიზაცია მოხდება და ორი სამინისტრო ჩამოყალიბდება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

სამინისტროს გამოყოფის თაობაზე კანონპროექტი პარლამენტს მთავრობამ პირველ თებერვალს წარუდგინა. განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2017 წელს გაერთიანდა. საბოლოო ჯამში, 2018 წელს ორივე სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა. ამ დროიდან არსებობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც დღეს მიხეილ ჩხენკელი ხელმძღვანელობს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]