weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

თუ წელს მოსახლეობის 60% ავიცრებით ჩვენთან ეპიდემია დასრულდება – გამყრელიძე

17:36 სამშაბათი, 16 მარტი 2021

„კორონავირუსმა საქართველოში 3600 ადამიანი შეიწირა. ამიტომ, ამ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ და ავიცრათ. თუ წელს მოსახლეობის 60% ავიცრებით, ჩვენთან ეს ეპიდემია დასრულდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული (NCDC) ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გამყრელიძემ თქვა, რომ კორონავირუსს მხოლოდ ვაქცინაცია დაასრულებს.

„ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ, რომ ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან ამბიციურია, მაგრამ მიღწევადი, თუ ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით და ვაქცინაციის საკითხს არ ვაქცევთ პოლიტიკურ იარაღად (სამწუხაროდ, დღეს მთელ მსოფლიოში ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია) და განვიხილავთ როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მხარდაჭერის აუცილებელ იარაღად“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველომ წელს 3 900 000 დოზა ვაქცინას უნდა გაუკეთოს მობილიზაცია იმისთვის, რომ 1 700 000 ადამიანი აიცრას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]