weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

12:25 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ აცრა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში სამშაბათიდან, 30 მარტიდან დაიწყება.

მისივე თქმით, დღეს საღამოდან „ფაიზერის“ ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის.

„მინდა აღვნიშნო, რომ „ფაიზერის“, ისევე როგორც „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ისე რთული და განსაკუთრებით ლეტალური შემთხვევების პრაქტიკულად აღმოფხვრის გზით. ამდენად, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს.

„ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაცია ჩატარდება ექვს დაწესებულებაში. სპეციალური მოთხოვნები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ამისთვის დააყენა, ითვალისწინებს სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ვაქცინის შენახვის შესაფერისი პირობები. ვაქცინას სჭირდება ულტრაცივი ჯაჭვის რეჟიმი -80/-60 გრადუსის ფარგლებში და მისი შენახვა 2-დან 8 გრადუსამდე შესაძლებელია მხოლოდ 3-5 დღის განმავლობაში.

ამდენად, მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფისა და დოზების დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, ვაქცინაცია ჩატარდება ექვს კლინიკაში. თბილისში ეს იქნება ოთხი კლინიკა: ბოკერიას სახელობის საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ამტელ კლინიკა და რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარაში ეს იქნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ქუთაიაში - ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი. ამ კლინიკაში ამჟამად მიმდინბარეობს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. ეს ვაქცინაც ორდოზიანია. შესაბამისად, 29 250 დოზა დაახლოებით 14 500 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ აცრა. რეგისტრაციის გავლა და აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეუძლიათ ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/ 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]