weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა

15:03 შაბათი, 27 მარტი 2021
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ექვსი ავტომანქანა შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება. ექიმების ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტობანზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]