weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა

11:11 ორშაბათი, 29 მარტი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 14 298 კვლევის შედეგად, კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა.

28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.20%-ია, ბოლო 14 დღის – 1.66%, ხოლო ბოლო 7 დღის – 1.60%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 84, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 22

აჭარა – 21

ქვემო ქართლი – 15

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 9

შიდა ქართლი – 5

კახეთი – 6

გურია – 4

მცხეთა-მთიანეთი – 4

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

სამცხე-ჯავახეთი – 0

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4080 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 2227 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 1653 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 797, აჭარაში – 201, იმერეთში – 301;
  • 200 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ ეტაპზე 327 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 72 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 276 ადამიანი, 7539 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 280 472 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. აქედან, 272 601 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3765 – გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]