weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

სააფთიაქო ნარკომანიისთვის თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

13:34 პარასკევი, 07 მაისი 2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით ხუთი აფთიაქი გამოავლინეს, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

უწყების განცხადებით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ბრალდებით ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი დაკავებულია.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]