weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სასამართლომ გუმათში აქციაზე დაკავებული 8 აქტივისტი დროებით გაათავისუფლა

20:46 პარასკევი, 28 მაისი 2021
ფოტო არქივიდან / © სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ფოტო არქივიდან / © სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სოფელ გუმათში პოლიციის მიერ გუშინ დაკავებული რვა პირის საქმის განხილვა 4 ივნისისთვის გადადო. მომდევნო პროცესამდე მოსამართლემ ყველა დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა.

სხდომის გადადების შუამდგომლობა დაკავებულთა ადვოკატებმა დაყენეს, რათა საქმის მასალების გაცნობისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო ჰქონდეთ. როგორც ისინი აცხადებენ, აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ისინი უკანონოდ დააკავეს.

გუშინ, დაახლოებით 21:30 საათზე, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში შესვლა სცადეს, რათა ენახათ, შეჩერებული აქვს თუ არა ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ სამშენებლო სამუშაოები. ხელებაწეულ დემონსტრანტებს პოლიციამ რკინის ჯებირებს მიღმა გადასვლის საშუალება არ მისცა, რასაც მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელსაც დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაპირისპირების დროს პოლიციამ რვა პირი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისიდან სოფელ გუმათში 26 მაისს დაბრუნდნენ და რიონის ხეობაში ორივე შესასვლელი - ქუთაისის და რაჭის მხრიდან გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებსა და თანამშრომლებს. გუმათჰესთან გზა გადაკეტილი აქვს პოლიციასაც და შსს-ს ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი. რკინის კედელს იქით ასობით პოლიციელი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. 

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამბობენ, რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]