weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მასწავლებლების ანაზღაურება 2030 წლისთვის 2200 ლარს გადააჭარბებს – ღარიბაშვილი

18:22 პარასკევი, 25 ივნისი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ათწლიანი განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ მასწავლებლების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს.

ღარიბაშვილის თქმით, განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას დიდი ყურადღება დაეთმობა.

„მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 270 მლნიონი ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი – 243 მილიონი ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მილიონ ლარს მიაღწევს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ პროფესიული სასწავლებელი ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში იყოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ბოლო 8 წლის განმავლობაში 174 ახალი საჯარო სკოლა აშენდა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 257-ს.

„პანდემიის გამო სასწავლო პროცესი ნაწილობრივ დისტანციურად იყო გადასული. ჩვენი მასწავლებლების და სამინისტროს ძალისხმევით, არა მხოლოდ თავი გავართვით ამოცანას, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გავხდით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]