weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე დაახლოებით 40 კილომეტრიანი საცობია

21:02 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021

ხარაგაულის სოფელ ხუნევთან მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო რიკოთის საუღელტეხილო გზა დღეს დილიდან ჩაკეტილია, რის გამოც გზების დეპარტამენტმა მძღოლებს მითითება მისცა, გომი-საჩხერე-ჭიათურის გავლით ემოძრავათ. აღნიშნული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთადერთი ალტერნატივაა.

გადაჭარბებული დატვირთვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე 2 საათზე მეტია მოძრაობა შეფერხებულია და დაახლოებით 40 კილომეტრიანი საცობია.

როგორც „რეგინფოს“ რაჭიდან თბილისში მომავალმა ერთ-ერთმა მგზავრმა ეთერ არსანიძემ უთხრა, თითქმის 2 საათია ჭიათურის სოფელ კაცხთან არიან გაჩერებულები და ვერც წინ და ვერც უკან წასვლას ვეღარ ახერხებენ: „ავტობანამდე 70 კილომეტრზე მეტია დარჩენილი და როგორც გვეუბნებიან, სულ საცობია“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რიკოთის მონაკვეთზე მიწას მთელი დღის განმავლობაში წმენდენ, უსაფრთხოებისთვის დამატებით სამუშაოებს ატარებენ და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს რამდენიმე საათში აღდგება.

 

ამ თემაზე:

რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]