weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

კორონავირუსის 1364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ინფიცირებული გარდაიცვალა

12:22 შაბათი, 10 ივლისი 2021

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 33 629 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1108 შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ 1043. 9 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.06%-ია, ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელი კი 4.07%-ს შეადგენს.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1364 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, ხოლო რეგიონებში შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა:

იმერეთი – 134

კახეთი – 83

ქვემო ქართლი – 82

აჭარა – 81

შიდა ქართლი – 48

მცხეთა-მთიანეთი – 43

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 36

სამცხე-ჯავახეთი – 20

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20

გურია – 6

დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 423 პირი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 504 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 8231 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 3364 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პაციენტი;
  • 909 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 376 200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 358 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5443 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]