weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

14:24 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021
ფოტოზე - ილია თვალიაშვილი / 1tv.ge-ის ფოტო ფოტოზე - ილია თვალიაშვილი / 1tv.ge-ის ფოტო

5 ივლისის მოვლენების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის და საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1992 წელს დაბადებული გ.მ. ამავე საქმეზე წინასწარი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს ერთ პირს.

ილია თვალიაშვილს დაზიანებები თვალებზე და თავის არეში მიაყენეს, მას ტვინის შერყევაც აღენიშნებოდა.

„სადაც მივტრიალდი ყველგან მუშტი დამხვდა. ჩემი კამერა ამას იღებდა და ყველას იდენტიფიცირება შეიძლება. იქ ორი, სამი და ხუთი ადამიანი არ ყოფილა, გაცილებით მეტნი იყვნენ. სანამ გავითიშებოდი, მახსოვს, რომ რამდენჯერმე თავში ჩამარტყეს ფეხი და ვფიქრობ, რომ მაგ დროს მივიღე დაზიანება“, – ამბობდა დაშავებული ოპერატორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა - გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]