weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ვაქცინაციის ვებ-გვერდი Booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობს

15:25 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი Booking.moh.gov.ge, სადაც 15:00 საათიდან „ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, შეფერხებით მუშაობს, რის გამოც აცრის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

საქართველოში წუხელ კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ქვეყანამ 28 000 დოზა მიიღო, რაც 18 წლის ზემოთ 14 000 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა დღეს, 15:00 საათიდან იქნებოდა შესაძლებელი, 16 ივლისიდან კი აცრების ჩატარება იგეგმება.

აცრა შესაძლებელი იქნება შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში, ესენია: თბილისი – ამტელ ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო), ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი; ბათუმი – ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო; ქუთაისი – დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი; გორი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო წლის ბოლომდე, ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]