weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

მკაცრი კონტროლით უნდა შევძლოთ სიტუაციის დასტაბილურება – რიჟვაძე

17:38 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში და განსაკუთრებით ბათუმში ეპიდვითარება გართულებულია, ამიტომ ყველა კანონით აკრძალული ღონისძიება უმკაცრესად გაკონტროლდება.

„ყველა, იქნება ეს ღამის კლუბები, საქორწილო-საბანკეტო დარბაზები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმდებიან. გამორიცხული არ არის მათი დალუქვაც, რადგან ახლა გვჭირდება ქმედითი ნაბიჯები, რომ შევძლოთ ეპიდვითარების ეფექტური მართვა, არ მოიმატოს სიკვდილიანობამ. ამ მიმართულებით ყველა უწყება იქნება კოორდინაციაში. დღეს გამართულ შტაბის სხდომაზეც ვიმსჯელეთ ამ აღსრულების მექანიზმების გამკაცრებაზე და ასევე იმ რადიკალურ ნაიჯებზეც, რომლებიც შესაძლოა იყოს საჭირო.

რაც შეეხება საკუთრივ ეპიდმართვას, ამ მიმართულებით ეპიდზღვარზეა როგორც საწოლფონდი, ასევე ადგილები რეანიმაციაში. მოქალქეებს მინდა ვთხოვო, რომ (დღეიდან უკვე სავალდებულო ხდება ხუთ ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში პირბადის ტარება) ყველამ ვატაროთ პირბადე, მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ჩვენი თავი, ასევე სხვები და გავუფრთხილდეთ ექიმების შრომას.

შემდეგი კვირების განმავლობაში მკაცრი კონტროლით, მათ შორის, კანონით დადგენილი რადიკალური ღონისძიებების გატარებითაც, უნდა შევძლოთ სიტუაციის დასტაბილურება“, – განაცხადა რიჟვაძემ ბრიფინგზე.

9 აგვისტოს დილის მონაცმებით, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა. დღე-ღამის განმავლობაში 2236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 499 აჭარაში იყო. ამ ეტაპზე ინფიცირების 40 233 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6641 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. აჭარაში, საავადმყოფოებში მოთავსებულია 874 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]