weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის შენობა გაიხსნა

11:05 შაბათი, 14 აგვისტო 2021

თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა, სადაც სამართალდამცავებთან ერთად და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც იმუშავებენ. ამ დრომდე თუშეთში პოლიციის შენობა არ არსებობდა და ზაფხულობით პოლიციის ჯგუფი კერძო სახლში იმყოფებოდა, საჭიროების შემთხვევაში კი მაშველებს ახმეტაში განთავსებული დანაყოფიდან იძახებდნენ.

ომალოში პოლიციის შენობის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ახალი შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, შენობა სრულად შეესაბამება მაღალმთიანი რეგიონის პირობებს და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

„სამუშაო სივრცის გარდა, ომალოს პოლიციის შენობაში განთავსებულია დასაკითხი, ამოსაცნობი, იარაღის შესანახი და ნივთმტკიცების საცავი ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“, – აცხადებენ შსს-ში.

სოფელ ომალოს პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე ხელშეკრულება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „სპეცინჟმშენთან“ გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 1 821 946 ლარი დაჯდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]