weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

კორონავირუსით გარდაიცვალა 74 ადამიანი, დადასტურდა 4901 ახალი შემთხვევა

10:48 შაბათი, 21 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 74 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის გავრცელების შემდეგ საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 4901 ახალი შემთხვევა, საიდანაც 1930 თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 638

აჭარა – 602

კახეთი – 471

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 298

შიდა ქართლი – 272

ქვემო ქართლი – 249

გურია – 157

სამცხე-ჯავახეთი – 130

მცხეთა -მთიანეთი – 114

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 61 236 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც:

  • 50 464 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 7273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 1510-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 ადამიანი;
  • 3499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 510 941 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 442 956 (86%), ხოლო 6723 (1.32%) გარდაიცვალა.

მიმდინარე კვირაში კოვიდინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების დინამიკა ასეთია:

  • 20 აგვისტო (პარასკევი) – დაინფიცირდა 4743, გარდაიცვალა 59 ადამიანი
  • 19 აგვისტო (ხუთშაბათი) – დაინფიცირდა 4921, გარდაიცვალა 58 ადამიანი
  • 18 აგვისტო (ოთხშაბათი) – დაინფიცირდა 5914, გარდაიცვალა 49 ადამიანი
  • 17 აგვისტო (სამშაბათი) – დაინფიცირდა 6208, გარდაიცვალა 47 ადამიანი
  • 16 აგვისტო (ორშაბათი) – დაინფიცირდა 2676, გარდაიცვალა 30 ადამიანი
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]