weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

კორონავირუსის 3803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი

11:52 კვირა, 22 აგვისტო 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 34 159 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5332 ინფიცირებული, 48 კი გარდაიცვალა.

ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 11.3%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.92%-ს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.80%-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1425, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა - 598

იმერეთი - 506

კახეთი - 327

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 246

შიდა ქართლი - 168

ქვემო ქართლი - 163

გურია - 161

სამცხე-ჯავახეთი - 104

მცხეთა-მთიანეთი - 69

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36

საქართველოში კოვიდპანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი ჯამში 514 744 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 448 288 უკვე გამოჯანმრთელდა, 6771 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 59 659 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 48 820 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 7345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3218, აჭარაში - 955, იმერეთში - 1095; ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1547 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 336 პირი;
  • 3494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

მიმდინარე კვირაში კოვიდინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების დინამიკა ასეთია:

  • 21 აგვისტო (შაბათი) – დაინფიცირდა 4901, გარდაიცვალა 74 ადამიანი
  • 20 აგვისტო (პარასკევი) – დაინფიცირდა 4743, გარდაიცვალა 59 ადამიანი
  • 19 აგვისტო (ხუთშაბათი) – დაინფიცირდა 4921, გარდაიცვალა 58 ადამიანი
  • 18 აგვისტო (ოთხშაბათი) – დაინფიცირდა 5914, გარდაიცვალა 49 ადამიანი
  • 17 აგვისტო (სამშაბათი) – დაინფიცირდა 6208, გარდაიცვალა 47 ადამიანი
  • 16 აგვისტო (ორშაბათი) – დაინფიცირდა 2676, გარდაიცვალა 30 ადამიანი
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]