weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ვფიქრობ, სწავლა დისტანციურად დაიწყება - გამყრელიძე

18:24 პარასკევი, 27 აგვისტო 2021
ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

„ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დისტანციურად დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4 %-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80 % არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ. ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იგივე შეხედულება აქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში და დასწრებული სწავლებისთვის რამდენიმე კრიტერიუმი უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

„მარტო პროფესოსორ-მასწავლებლების ვაქცინაცია არ იქნება საკმარისი, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები.

ქვეყანაში 150 000 სტუდენტია. ესენი ყველანი ახალგაზრდები არიან, დელტა შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია.

ამიტომ, სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი, ყველა სკოლა, იყოს უსაფრთხო“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 031 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 73 ადამიანი. სულ აგვისტოს თვეში კორონავირუსით 1281 ადამიანია დაიღუპა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის სტატისტიკის კლება მოსალოდნელი არ არის.

საავადმყოფოებში მკურნალობს 7 493 პაციენტი, მათგან 1 584-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 369 ადამიანი იმყოფება. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 536 202 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 473 502 პაციენტი, გარდაიცვალა 7 101.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 9,43 %, ბოლო 14 დღის - 10,7 %, ბოლო 7 დღის - 10,4 %.

27 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 095 069  აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3 %; სრულად ვაქცინირებულია 345 315  ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%. ასაცრელად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/ ზოგიერთ დაწესებულებაში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]