weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

თბილისში კოვიდით ინფიცირებული 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

18:32 ორშაბათი, 30 აგვისტო 2021

თბილისში, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, ბავშვს არაერთი თანმხლები დაავადება ჰქონდა, კოვიდ ინფექციის ფონზე კი სეპტიური შოკი განუვითარდა, რაც ლეტალურად დამთავრდა.

ბავშვი კლინიკაში ოთხი დღის წინ მოათავსეს.

„ბინის პირობებში მას განუვითარდა გულყრა, რომლის კუპირება ვერ მოხერხდა და მოიყავნეს ჩვენთან, კლინიკაში. შემოსვლისთანავე მოხდა მისი დაინტუბირება და მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამ ბავშვის თანმხლები დაავადებების საკმაოდ გრძელი სიაა: ეს არის ბავშვთა ცერებრული დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა. კოვიინფექციის ფონზე ამ ბავშვს განუვითარდა სეპტიური შოკი და სამწუხაროდ, დღეს ეს შემთხევა ლეტალურად დამთავრდა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე ინფორმაციით ბავშვთა კლინიკის რეანიმაციაში ამჟამად 24 პაციენტია.

„კორონავირუსის დელტა შტამი, გარდა იმისა, რომ უფრო გადამებია, ვიდრე წინამორბედი მუტაციები, მისი განსაკუთრებული სამიზნე აღმოჩნდა ბავშვები და ორსულები. როგორც ვხედავთ, ბავშვებში საკმაოდ მძიმე მიმდინარეობა მიიღო, რაც წინა შტამების და ტალღების დროს არ შეიმჩნეოდა. ოქტომბრის თვიდან კოვიდ მიმღები კლინიკა ვართ და იმ პერიოდში, არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. კლინიკაში 175 საწოლია კოვიდ მიმღები, აქედან 25 რეანიმაციულია. ყოველ დღე 15-18 ბავშვი ეწერება, მაგრამ პერმანენტულად ხდება შევსება“, – აღნიშნა მაია ჩხეიძემ.

24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1915 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 78 ადამიანი კი გარდაიცვალა. 30 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 49 017 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7660 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1660 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]