weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

კორონავირუსის 2455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 58 ადამიანი გარდაიცვალა

11:16 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 36 151 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2455 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4427 პაციენტი, 58 კი გარდაიცვალა.

8 სექტემბრის მდგომარეობით, ტესტდადებითობის 7-დღიანი მაჩვენებელი 7.69%-ია, ხოლო 14-დღიანი – 8.48%. დღეს დადასტურებული 2455 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 890, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 342

აჭარა – 249

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 219

კახეთი – 211

ქვემო ქართლი – 170

შიდა ქართლი – 142

გურია – 92

მცხეთა-მთიანეთი – 67

სამცხე-ჯავახეთი – 50

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 572 948 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 531 764 გამოჯანმრთელდა, 8035 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 33 123 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც:

  • 24 674 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2743, აჭარაში – 721, იმერეთში – 1081. 1500 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 ადამიანი;
  • 2032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

მიმდინარე კვირის კოვიდსტატისტიკა ასეთია:

9 სექტემბერი – დაინფიცირდა 2455 ადამიანი, გარდაიცვალა 58

8 სექტემბერი – დაინფიცირდა 2571 ადამიანი, გარდაიცვალა 60

7 სექტემბერი – დაინფიცირდა 1965  ადამიანი, გარდაიცვალა 50

6 სექტემბერი – დაინფიცირდა 1120 ადამიანი, გარდაიცვალა 61

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]