weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება

09:10 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს ჯამში 2068 წევრს (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) და 64 მერს ირჩევენ. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩევლებმა საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. გარდა ამისა, სავალდებულოა პირბადის ტარება.

ამომრჩევლებს გადაეცემათ სამი სახის – მერის, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი. კენჭისყრა ფარულია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნილი 70 საარჩევნო უბანი. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 დამკვირვებელი, რომელთა შორისაც არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და საელჩოების წარმომადგენლები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]