weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

ჯანდაცვის კომიტეტმა აფთიაქში „ნარკანის“ ურეცეპტოდ გაცემის რეკომენდაცია გასცა

22:37 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პრეპარატ „ნარკანის“ სააფთიაქო ქსელიდან გაცემის წესის საკითხზე იმსჯელა და გადაწყვიტა, გასცეს რეკომენდაცია, ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევაში, „ნარკანის“ ხელმისაწვდომობის შესახებ.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეული იყოს ლეტალური შემთხვევები, ამ დროს საჭირო მოხმარების პრეპარატი ე.წ. ნარკანი ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს.

ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, ქვეყანაში შემცირდეს ლეტალობის შემთხვევები. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის“ დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოში პრეპარატი „ნარკანი“ (ნალოქსონი) რეცეპტით გაიცემა. მისი დროული გამოყენება აბათილებს ოპიოიდების (ჰეროინი, მორფინი, კოდეინი, ოქსიკოდონი, მეტადონი, ფენტანილი) მოქმედებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]