weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

ხვალინდელ საკოორდინაციო საბჭოზე მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული – გამყრელიძე

18:06 კვირა, 07 ნოემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, ხვალ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

გამყრელიძის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილებები უკავშირდება როგორც წამახალისებელ ღონისძიებებს, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ისე ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებას.

„ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. 60 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99% გვყავდა აუცრელი“, – განაცხადა განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიღწევისგან ქვეყანა შორსაა, რის გამოც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „როგორმე მეტი ადამიანი აიცრას“.

„თუ ჩვენ არ ავიცერით, არ იქნება მოცვა მაღალი ქვეყანაში, სამწუხაროდ გვექნება 4-5 ათასი შემთხვევა დღიურად, ასეთი ტალღა ორ თვეში ერთხელ განმეორდება, მით უმეტეს ნოემბერი-დეკემბერი იქნება რთული სხვა რესპირატორული ვირუსების ზედდების გამო. ამიტომ მხოლოდ აცრები არის გამოსავალი. ერთმანეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში და იყოს სრული სოლიდარობა ქვეყანაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

7 ნოემბერს, დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსი კიდევ 4104 ადამიანს დაუდასტურდა, 67 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 952 248 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 33.3%. გუშინ, 6 ნოემბერს მხოლოდ 3453 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]