weather cur horoscope tv
მაისი 15, 2024

კორონავირუსის 5204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი

11:25 სამშაბათი, 16 ნოემბერი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 52 834 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 5204 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4785 ინფიცირებული, ხოლო 83 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5204 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1857 შემთხვევა. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 1008

შიდა ქართლი – 435

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 443

კახეთი – 384

ქვემო ქართლი – 308

აჭარა – 210

მცხეთა-მთიანეთი – 168

სამცხე-ჯავახეთი – 168

გურია – 148

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 75

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 52 765 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 44 891 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2626, აჭარაში – 564, იმერეთში – 1395. მძიმე პაციენტია 1677 პირი, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 127, იმერეთში – 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 37, იმერეთში – 31;
  • 1156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს. აქედან, 727 184 ინფიცირებული გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]