weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული აქცია მიმდინარეობს

11:15 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 10 000 ლარი გამოიყო. ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესის წარმომადგენელს, ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს აქციაში და  სხვადასხვა პირველადი საჭიროების ნივთით და საკვები პროდუქტით აღმოუჩინოს დახმარება უკრაინელ ხალხს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროცესი ორი დღეა აქტიურად მიმდინარეობს და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ორი დღეა მიმდინარეობს ჰუმანიტარული ნივთების ჩაბარება, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის დასახმარებლად, რისთვისაც მერიამაც გამოყო თანხა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ერთად, გურჯაანის მაცხოვრებლები, ბიზნესის წარმომადგენლები, მნიშვნელოვან დახმარებას გავუწევთ  მეგობარ ქვეყანას და გავუგზავნით ძალიან საჭირო ტვირთს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს.“ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული ნივთების ჩაბარება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეგიძლიათ.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]