weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თიბისის ინიციატივას ჯგუფში შემავალი ციფრული პლატფორმები უერთდებიან

13:25 ორშაბათი, 07 მარტი 2022

თიბისი ჯგუფში შემავალი ციფრული პლატფორმების მენეჯმენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დადგეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. მიღებული გადაწყვეტილებით, Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 5 მარტიდან შეძენილი პროდუქციის 3% დახმარების ფონდში, შემდეგ კი უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე გადაირიცხება.

ფულადი დახმარების გარდა, ციფრული პლატფორმები მომხმარებელს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის პროცესს გაუმარტივებს, რისთვისაც სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე ახალი სერვისი. თითოეული ამ მომსახურებით სარგებლობა უფასოა.

  • Mymarket- ს დაემატა სპეციალური განცხადების ატვირთვის ფორმა. თუ მოქალაქე ჰუმანიტარული დახმარების ნივთების მიტანას უკრაინის საელჩოში ვერ ახერხებს, შეუძლია ნივთების შესახებ ინფორმაცია და მისამართი ვებ-გვერდზე ატვირთოს. Mymarket-ის კურიერი მას საელჩოში წაიღებს, რის შემდეგაც ნივთი სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად უკრაინაში გაიგზავნება.
  • Vendoo-ზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის შეძენა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის საელჩოში ნივთების ტრანსპორტირებას vendoo-ს გუნდი უზრუნველყოფს.
  • Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის - მათთვის, ვინც საქართველოში იმყოფება და არსებული ვითარები გამო ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისეთი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, რომელიც გარკვეული ვადით უფასოდ დაეთმობათ უკრაინის მოქალაქეებს. ინფორმაციის ნახვა ერთ პლატფორმაზე, მარტივად იქნება შესაძლებელი.

„უკანასკნელმა დღეებმა გვაჩვენა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატვა და გვერდში დგომა. გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელი მეგობრების მდგომარეობის შემსუბუქებას შევძლებთ“, - გიორგი ჩუმაშვილი, თიბისი ეკოსისტემების გენერალური დირექტორი.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]