weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რუსეთს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობა შეუჩერეს

17:00 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022
UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი

რუსეთის ფედერაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) წევრი აღარ არის. 27 აპრილს გამართულ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე, ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისთვის წევრობის შეჩერების შესახებ UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება განიხილეს. რუსეთმა უარი თქვა საკუთარი პოზიციის დაცვაზე და განხილვის დასრულებამდე ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადა.

UNWTO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ასამბლეამ რუსეთისთვის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა, გადაწყვეტილება კი ძალაში დაუყოვ შევიდა, მაშინ, როდესაც ორგანიზაციიდან ნებაყოფლობით გასვლა ძალაში შედის მხოლოდ ერთ წლის შემდეგ მას მერე, რაც წევრი ქვეყანა კომუნიკაციას შესაბამისი არხებით ოფიციალურ განცხადებას წარადგენს.

UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილია. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრებს აქვთ მკაფიო გზავნილი, რომ ტურიზმი მშვიდობისა და საერთაშორისო მეგობრობის საყრდენია და ორგანიზაციის წევრებმა უნდა დაიცვან ეს ღირებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე, შედეგები დადგება.

„ეს საგანგებო გენერალური ასამბლეა აჩვენებს, რომ რუსეთის ქმედებები გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება UNWTO-ს პრინციპებს“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობის შეჩერება ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს ისარგებლოს UNWTO-ს წევრის უფლებებით ან პრივილეგიებით, მათ შორის ვერ მიიღებს ორგანიზაციისგან ტექნიკურ დახმარებას და ვერ ჩაერთვება UNWTO-ს ღონისძიებებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]