დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 230 ათას ოჯახს პრეპარატი გადაეცემა

14:57 - 09 ოქტომბერი 2017 hits 346

სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, 230 ათას ოჯახს პრეპარატს გადასცემს. პრეპარატის გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. მოსახლეობას მისი გამოყენების ინსტრუქციაც ურიგდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მავნებელი საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებსა და მასივებში ინაცვლებს, სადაც კონკრეტული ლოკაციები იწამლება.

სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება. „ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების და ეზოების დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების გამოყენება. მოსახლეობა ჩაერთო ღონისძიებების გატარებაში და ვინც სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპრატებით ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები უკვე შეწამლა, მავნებლის შემცირებას ადასტურებს. პარალელურად, გრძელდება პრეპრატების დარიგების პროცესი, ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა“, – განაცხადეს სააგენტოში.

მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები.

აზიური ფაროსანა სამეგრელოში საცხოვრებელ სახლებსაც შეესია. „ამ დილით ნახევარი ტომარა ფაროსანა დავწვით. ყოველ დილით გვიწევს მწერის მოგროვება და განადგურება, მაგრამ ყოველდღიურად იზრდება მათი რაოდენობა. კარიდან, ფანჯრებიდან უკვე ოთახებში ძვრებიან და აღარ ვიცით როგორ მოვიგერიოთ“, – ამბობს სენაკში მცხოვრები ქალბატონი. მოსახლეობა მავნებელთან წინააღმდეგ ხელისუფლებისგან დამატებით რეაგირებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი