დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

საქართველოდან თურქეთში 22 წლის ქალი ჩანთით გადაჰყავდათ

14:26 - 07 დეკემბერი 2017 hits 292

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქე ბარგში, ერთ-ერთ ჩანთაში აღმოაჩინეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ჩანთაში მყოფი ქალი 22 წლის არის და მას თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა. ჩანთაში აღმოჩენის შემდეგ ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

სარფის საბაჟოზე გადაღებული ვიდეომასალა თურქულმა მედიამ გაავრცელა.

მესაზღვრეებმა ბარგის ჩხრეკა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საქართველოს მოქალაქე ქალი, თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას დიდი ზომის ჩანთით ცდილობდა. ჩანთაში ქალის აღმოჩენის შემდეგ მესაზღვრეებმა ჩანთის მფლობელიც დააკავეს.

„რეგინფო“ ცდილობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაარკვიოს, როგორ შეძლო ქალმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი