სახალხო დამცველის განცხადებით, დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მოსახლეობის ნაწილს გააჩნია მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მათ აღნიშნულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერ საფუძველს აძლევს. აღნიშნულ პროცესს აფერხებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიება.
„გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად, ბორჯომისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს განკარგავს. შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა, რომლებიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტები და ვერ ახდენენ მათზე საკუთრების რეგისტრაციას, საკუთრების უფლების შელახვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.