weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს

16:24 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017
გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს ფოტო © Qartli.ge

„კომუნისტური პარტიის“ და საზოგადოება „სტალინელის“ წევრებმა გორში, საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის დაბადების 139 წლისთავი აღნიშნეს. მათ ქალაქის ცენტრში წითელი დროშებით, სტალინის სურათებითა და ტრანსფარანტებით მსვლელობა გამართეს, სტალინის ბიუსტი დადგეს და ყვავილებით შეამკეს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სტალინისსახლ-მუზეუმიდან დაიწყეს. ისმოდა შეძახილები „არა ნატოს“ და „კი რუსეთს! გვინდა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა!“. მათ გორის მერიისა და საქართველოს მთავრობისგან გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმა მოითხოვეს.

„თუ 9 მაისამდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ამ მოთხოვნას არ შეასრულებთ, ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო გამოსვლებს, რადგან სხვა გზა აღარ გვრჩება. არაერთხელ მოგიწოდეთ, მათ შორის ხელმოწერებიც მოგიტანეთ და კეთილი ინებეთ და აღასრულეთ ხალხის ნება“, - განაცხადეს აქციაზე.

იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში მის იუბილეს კომუნისტური პარტიის წევრები და „სტალინელები“ ყოველწლიურად აღნიშნავენ. ბოლო წლებში მათი მთავარი მოთხოვნა სტალინის ძეგლის აღდგენაა, რომლის დემონტაჟიც 2010 წელს მოხდა.

იოსებე ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც ის მარქსისტული იდეების პროპაგანდისთვის გარიცხეს. ცენტრალური კომიტეტის მდივნად იოსებ ჯუღაშვილი 1922 წელს რამდენიმე გადასახლებისა და აქტიური ბოლშევიკური მოღვაწეობის შემდეგ აირჩიეს. 1935-38 წლებში მის მიერ გატარებულ რეპრესიებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მის დამსახურებას მიაწერენ მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის არმიის დამარცხებას. მინიჭებული აქვს გენერალ სიმუსისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. ის მოსკოვში, კრემლის გალავათან არის დასაფლავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]