შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
იგივე ავტოგაზგასამართი სადგური 2015 წლის თებერვალშიც დააყაჩაღეს. მაშინ სადგურზე სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა, თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და 2500 ლარამდე თანხა გაიტაცეს. სადგურის თანამშრომლების ინფორმაციით, პოლიციას 2015 წელს მომხდარი ყაჩაღობის საქმეც არ გაუხსნია.