weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დუშეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დააკავეს

17:52 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ემზარ სინჯარაძე დააკავეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, სინჯარაძეს ქრთამის აღებას ედავებიან. მისი დაკავება 22 დეკემბერს, პარასკევს, დუშეთის მერიის შენობაში მოხდა.

„შემოვიდა პოლიცია, დააკავეს და წაიყვანეს“, – განუცხადა „რეგინფოს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური ემზარ სინჯარაძეს ედავება, რომ გიორგი თოფჩიშვილისგან დუშეთის ტერიტორიაზე ყავის ჩამოსასხმელი აპარატის დადგმაზე ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 2800 ლარი აიღო. სინჯარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატი მაია ჯულაყიძე ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურის ვიდეომასალაში სინჯარაძის მიერ ფულის აღების ფაქტიც არსად ჩანს. რაიონულმა სასამართლომ ბრალებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი განჩინების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

პირი, რომელიც დუშეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ქრთამის სახით თანხის გადახდას სთავაზობდა, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია. თვითმხილველების თქმით, დაკავებისას, როცა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ფული ვერ იპოვეს, ემზარ სინჯარაძეს უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ემზარ სინჯარაძეს სასჯელის სახით 6–დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]