weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

13:08 ორშაბათი, 08 იანვარი 2018

რუსთავში, მე-12 მიკრო რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ბავშვი ამჟამად კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალშობილის დედის ვინაობა უცნობია.

„ახალშობილი მამრობითი სქესისაა, 3.25 კილოგრამი და 50 სანტიმეტრი. დაბადებულია დროული ფიზიოლოგიური მშობიარობის შედეგად. როგორც ჩანს დედამ მიატოვა. ჩვილის ადაპტაციის პროცესმა ჩაიარა გართულების გარეშე“, - განაცხადა კლინიკა „რუსთავის“ ბავშვთა განყოფილების გამგემ, ნინო ონიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და 6 თვიდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]