იანვარი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

ქუთაისის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

18:50 - 09 იანვარი 2018 hits 444

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. ზესტაფონის რაიონში მცხოვრებმა ოჯახებმა ხუთი დღის შემდეგ, დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე, გამოარკვიეს, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან სხვისი მიცვალებული გაატანეს.

„როცა საავადმყოფოში მივიდნენ, ორივე გარდაცვლილი იყო. ერთს ეწერა ომარ რუხაძე. შვილს კი ეჭვი შეეპარა, მაგრამ  ავადმყოფობის შემდეგ შეიძლება შეცვლილი იყო და წამოიყვანეს. ორივე ოჯახი ხუთი დღე სხვის მიცვალებულს გლოვობდა. ერთმა ოჯახმა ბოლოს დაადგინა, რომ არ იყო მისი გარდაცვლილი და ამათ მოაკითხეს. საავადმყოფოს შეცდომა იყო ეს“, - ამბობს რუხაძეების ოჯახის ახლობელი ვაჟა არობელიძე ტელეკომპანია „იმედთან“.

მისივე თქმით, ოჯახებმა მიცვალებულები დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე გაცვალეს.

2017 წლის 3 იანვარს მიცვალებულები გურჯაანის საავადმყოფოშიც აერიათ. ველისციხეში მცხოვრებ ვახტანგ ჯვარისაშვილს „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრიდან გარდაცვლილი დედის ნაცვლად სხვისი ცხედარი გაატანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი