ივნისი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

სახალხო დამცველმა მოადგილეები დანიშნა

15:09 - 10 იანვარი 2018 hits 368

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველ მოადგილედ თამარ გვარამაძე დანიშნა, ხოლო დანარჩენი ორი მოადგილის თანამდებობას გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე დაიკავებენ.

თამარ გვარამაძე 2016-2017 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლის აკადემიის უფროსი იყო, 2014–2016 წლებში კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, თამარ გვარამაძეს მდიდარი გამოცდილება აქვს არაერთი მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე მენეჯმენტისა და აკადემიური საქმიანობის მიმართულებებით.

„თამარ გვარამაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. იგი არის პროფესიით იურისტი. რამდენიმე წელი მუშაობდა როგორც ადვოკატი და მისი მონაწილეობით და ჩართულობით, ასობით ადამიანის უფლების დაცვა მოხდა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ერთ-ერთ მოადგილედ ნინო ლომჯარიამ გიორგი ბურჯანაძე წარადგინა, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ მუშაობდა. სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა ეკატერინე სხილაძემ, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში 2013 წლიდან მუშაობს.

„მას აქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება და შედეგები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მუშაობდა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება სახალხო დამცველისთვის შენარჩუნდეს მისი გამოცდილება და ამ მიმართულებით დაგვეხმაროს საკითხების და პრობლემების წამოწევაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად 2017 წლის 30 ნოემბერს, 5 წლის ვადით აირჩია. მან ამ თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილი შეცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]