სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

დასაჯონ ის პირები, ვინც შვილი მომიკლა და ვინც ეს დაგეგმა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

16:32 - 11 იანვარი 2018 hits 1268

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრის დასჯას ითხოვს, ვინც მის შვილს საძინებელ ოთახში ესროლა. მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ წარმომადგენლების დასჯასაც ითხოვს, რომლებმაც სპეცოპერაცია დაგეგმეს.

„სახელმწიფოსგან ვითხოვ გაასამართლოს ის პირები, ვინც შვილი მომიკლა და ვინც ეს დაგეგმა, ყველას დასჯას ვითხოვ. როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის გამოძიებას ვენდობი, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის დღეს სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურას მიმართა და საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით დაკვალიფიცირება მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]