weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირაკლი შოთაძე მზად არის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდეს

16:25 ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მზად არის პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს. შოთაძის თქმით, მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეზე გამოძიება გამჭირვალედ მიმდინარეობს და შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„მე ზოგადად მზად ვარ, ყველასთან მქონდეს შეხვედრა. ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებას გამჭვირვალედ ვატარებთ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს სრული წვდომა გამოძიების მასალებთან და ისინი არიან ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. რიგი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, საჭიროა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაც. ველოდებით ექსპერტიზების შედეგებს და რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარ პროკურორთან შეხვედრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, პანკისის ხეობის უხუცესებმა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებმა 26 იანვარს მოითხოვეს. მათი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრიდან ერთი თვე გავიდა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. ის 10 იანვარს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]