„დილით სკოლაში ჩვეულებივ მოვიდა. სამასწავლებლო ოთახში იყო და საუბრობდა, როდესაც ცუდად გახდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, თუმცა მის მოსვლამდე გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის პრობლემაა“, - ამბობს სკოლის დირექტორი ლელა ჯადუგიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.