weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ ერთ წელში დანამატი 42-ჯერ აიღო

13:10 შაბათი, 03 თებერვალი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის ანაზღაურებამ 2017 წელს 147 196 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარს შეადგენდა, მან 3.5-ჯერ მეტი - 114 556 ლარის ოდენობით სხვადასხვა დანამატები მიიღო.

ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის 4 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე, 2013 წლიდან, მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის, უფრო ადრე კი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობები ეკავა. 

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ალექსანდრე ტაბატაძემ 2017 წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე ანაზღაურების სახით 147 196 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 12 266 ლარი). მათ შორის, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 32 640 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა - 114 556 ლარი, სხვადასხვა სახის დანამატები იყო

შესაბამისად, ალექსანდრე ტაბატაძის წლიური ანაზღაურება 63 383 ლარით აღემეტებოდა სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის ხელფასს, რომელმაც იმავე პერიოდში 83 813 ლარის ოდენობით  გასამრჯელო მიიღო. 

„რეგინფო“ წერდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან სუს-ის მაღალჩინოსნების ხელფასები 2.5-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ხელფასი თვეში 3540 ლარის ნაცვლად 8500 ლარი იქნება, მისი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილისა - 2950 ლარის ნაცვლად 7500 ლარ, ალექსანდრე ტაბატაძე და სხვა მოადგილეები კი 2720 ლარის ნაცვლად 7250 ლარს მიიღებენ.

 

მსგავსი თემები:

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო

ცესკოს თავმჯდომარემ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო

სუს-ის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილმა ერთ წელში დანამატი 37-ჯერ აიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]