ივლისი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

ქობულეთსა და მახინჯაურში 9 სახლი გაქურდეს

10:59 - 05 თებერვალი 2018 hits 526

ბოლო ათ დღეში ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში 6 სახლი გაქურდეს, აქედან პოლიციას ორმა მოქალაქემ მიმართა. ქურდობის 3 ფაქტი დაფიქსირდა მახინჯაურშიც, პოლიციაში1 განაცხადია შესული. საცხოვრებელი სახლებიდან მოპარულია ტელეფონები, ტელევიზორი, ქურთუკი და სხვა ნივთები. ამ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

„პოლიციას კი მივმართეთ, მაგრამ ვერ დაგვაიმედეს. მხოლოდ ერთი ნივთია წაღებული და ყურადღებით ვიქნებით, შემოვლას გავაგრძელებთო. წუხელაც არ მიძინია, შიშის გრძნობა მაქვს“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია ერთ-ერთი დაზარალებულის, ნუნუ შაინიძის კომენტარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ქურდობის 10 578 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 58 % გაუხსნელია. 2016 წელთან შედარებით გასულ წელს ქურდობის შემთხვევებმა 9.66%-ით მოიმატა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]